გაკვეთილის გეგმები

                   გაკვეთილის გეგმის ფორმა/სქემა
გაკვეთილის მთავარი
თემა
ქართლის სამეფო XVIII ს-ნის პირველ ნახევარში
ვახტანგ VI
სწავლების საფეხური
საშუალო საფეხური, XI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში ირიცხება 28 მოსწავლე.
გაკვეთილის მნიშვნელობა
მოსწავლეებმა შეძლონ იმ პერიოდის ვითარების გაცნობა.
გაკვეთილის მიზნები და
შედეგები
მოსწავლეებმა შეაფასონ კულტურული რეფორმე-
ბის მნიშვნელობა. გაანალიზონ სხვადასხვა სახელმ-
წიფოების ინტერესები საქართველოს მიმართ.
წინარე ცოდნა
მოსწავლეები გაიხსენებენ ქართლის პოლიტიკურ
ვითარებას. ქართლისა და მეზობელი ქვეყნების
ურთიერთდამოკიდებულებას. ჩამოაყალიბებენ
ქართლის გეო-პოლიტიკური მდებარეობის
მნიშვნელობას.
შეფასების საგანი და
პროცედურები
წინარე ცოდნის შესამოწმებლად გამოვიყენებ წონას-
წარ შედგენილ კითხვარს, რომელსაც შეავსებენ წყვლ-
ში მუშაობისას. ახალი  მასალის ახსნისას იმუშავებენ
ჯგუფებად. გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავი-
თარებელ  შეფასებას
სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ფორმატი, მარკერი,
რვეული, კალამი. გაკვეთილის ახსნისას ვიყენებ პრო-
ექტორს, ეკრანს.
გაკვეთილის მსვლელობა
მოსწავლეთა ორგანიზება. ( 3 წთ.)
გაკვეთილზე მისაღწევი მიზნებისა და შედეგის
გაცნობა. (3 წთ)
წინარე მასალის გახსენება, კითხვების მეშვეობით. (5 წთ)
მასწავლებლის პრეზენტაცია.( 8- 10 წთ)
ჯგუფური მუშაობა. ( 10 წთ)
პრეზენტაცია ( 10 წთ)
დავალების მიცემა.( 3 წთ)
მოსწავლეთა შეფასება( 3 წთ)
                         გაკვეთილის გეგმის ფორმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები
სწავლების საფეხური
საბაზო --VIII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 20 მოსწავლეა
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
რა იციან ალექსანდრე მაკედონელის შესახებ
რუკებზე მუშაობა.
როგორ შეიცვალა პოლიტიკური რუკა ძვ.წ IV ს
გაკვეთილის მიზნები და
შედეგები
ისტ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ
ეპოქასთან.
ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები.
ისტ.VIII.13. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე
წინასწარი ცოდნა
სად მდებარეობდა ბერძნული პოლისები?
როგორია პოლისების განსხვავებული მმართველობა?
რომელი ძლიერი ქვეყანა დომინირებდა მცირე
აზიაში ძვ. IV ს-ში?
შეფასების საგანი და პროცედურები
ფასდება საშინაო დავალება, ტექსტზე და წყაროზე მუშაობა, ჩართულობა გაკვეთილის პროცესში, წყვილებში მუშაობა, პრეზენტაცია.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, მონიტორი, რვეული, კალამი, პლაკატი
გაკვეთილის მსვლელობა
კლასის ორგანიზება. (5 წთ)
წინარე ცოდნის შემოწმება.(3-5 წთ)
აქტივობა: ვიცი, მინდა, ვიცოდე, ვისწავლე (5 წთ)
მინი ლექცია (5 -7 წთ)
ტექსტზე , წყაროზე და რუკაზე მუშაობა (10 წთ)
პრეზენტაცია  (10 წთ)
შეფასება (3 -5 წთ)
საშინაო დავალების მიცემა ( 5 წთ)


No comments:

Post a Comment